კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 20 ნოემბერი
ეს პოლიტიკა განმარტავს, როგორ ამუშავებს შპს „მეტიქს ტექ“ პერსონალურ მონაცემებს Metyx-ში — ოპერაციულ პლატფორმაში, რომელსაც ტურისტულ და დეველოპერულ კომპანიებს („სააგენტოებს“) ვაწვდით — და ამ ვებგვერდზე.
1. ვინ ვართ
შპს „მეტიქს ტექ“ (Metyx Tech LLC), თბილისი, სულხან ნასიძის ქ. N 2, ბ. 58. კონტაქტი: info@metyx.tech.
2. ჩვენი როლი
- სააგენტოების თანამშრომლების ანგარიშებზე, სააგენტოებთან ჩვენს ურთიერთობასა და ამ ვებგვერდზე მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს ჩვენ ვგანსაზღვრავთ: ვართ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.
- მონაცემებზე, რომლებსაც სააგენტო Metyx-ში ინახავს საკუთარ კლიენტებზე, მოგზაურებზე, მყიდველებზე, მომწოდებლებსა და მათთან კომუნიკაციაზე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი სააგენტოა, ჩვენ კი — დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი: ამ მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ სააგენტოსთვის Metyx-ის მისაწოდებლად და მისი მითითებით. ასეთ მონაცემებთან დაკავშირებული კითხვებით სჯობს სააგენტოს მიმართოთ; ჩვენ დავეხმარებით პასუხის გაცემაში.
3. რა მონაცემებს ვამუშავებთ
- თანამშრომლების ანგარიშები: სახელი, ელფოსტა, როლი, ენა, სისტემაში შესვლის ჩანაწერები და Metyx-ში შეტანილი ცვლილებების ისტორია.
- სააგენტოს მონაცემები: კომპანიისა და საკონტაქტო მონაცემები და საბანკო ანგარიშები, რომლებსაც სააგენტო შეიყვანს.
- მონაცემები, რომლებსაც სააგენტო კლიენტებზე შეიყვანს: სახელები, საკონტაქტო მონაცემები, მოგზაურობის ან შესყიდვის დეტალები, პასპორტის მონაცემები, თუ სააგენტო მათ აღრიცხავს, ატვირთული დოკუმენტები, შეთავაზებები, ხელშეკრულებები, ინვოისები და გადახდები.
- კომუნიკაცია, რომელსაც სააგენტო Metyx-ს უკავშირებს, როცა ეს ფუნქციები ჩაირთვება: მის ნომრებზე შემოსული და გასული ზარები (ტელეფონის ნომრები, აბონენტის მიერ ნაჩვენები სახელი, დრო, ხოლო თუ სააგენტო ზარებს იწერს — ჩანაწერები და ტრანსკრიპტები) და შეტყობინებები მის მიერ დაკავშირებული არხებიდან (პირველია WhatsApp, შემდეგ Messenger, Instagram და ელფოსტა).
- ტექნიკური მონაცემები: IP მისამართები, ბრაუზერის მონაცემები და შეცდომების ანგარიშები, რომლებიც სერვისის მუშაობასა და უსაფრთხოებას სჭირდება.
4. რატომ ვამუშავებთ
- სააგენტოებისთვის Metyx-ის მისაწოდებლად, მათთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, და მათ მხარდასაჭერად.
- სერვისის უსაფრთხოებისა და გამართული მუშაობისთვის: შესვლა, უფლებები, ცვლილებების ისტორია და შეცდომების მონიტორინგი (ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი).
- სერვისისთვის საჭირო წერილების გასაგზავნად: მოწვევები, შეტყობინებები და დოკუმენტები, რომლებსაც სააგენტოები კლიენტებს უგზავნიან.
- კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.
5. ტრანსკრიპტები და AI
როცა ეს ფუნქციები სააგენტოსთვის ჩაირთვება, ზარების ჩანაწერები იგზავნება მეტყველების ტექსტად გარდაქმნის სერვისში, ხოლო ტრანსკრიპტები და შეტყობინებები — AI სერვისში შეჯამებების, შემოთავაზებული დავალებებისა და ველების მნიშვნელობების მოსამზადებლად. ისინი სააგენტოს თანამშრომლებს ეჩვენებათ, რომლებიც მათ გადახედავენ, სანამ რაიმე აისახება.
6. მომსახურების მიმწოდებლები
Metyx-ის მუშაობისთვის ვიყენებთ შემდეგ მიმწოდებლებს, თითოეულს მხოლოდ სერვისის საკუთარი ნაწილისთვის:
- Hetzner Online (სერვერები, ევროკავშირში)
- Amazon Web Services (ფაილების შენახვა)
- Resend (ელფოსტის მიწოდება)
- Functional Software, Inc. / Sentry (შეცდომების ანგარიშები)
- Google (გვერდების მიერ ჩატვირთული შრიფტები)
ზარებისა და შეტყობინებების ფუნქციებისთვის კი, როცა ისინი ჩაირთვება:
- ElevenLabs (მეტყველების ტექსტად გარდაქმნა)
- Anthropic (AI ანალიზი)
- Meta Platforms (WhatsApp, Messenger და Instagram, სააგენტოს მიერ დაკავშირებული არხებისთვის)
- Google (Gmail, თუ სააგენტო საფოსტო ყუთს ამ გზით დააკავშირებს)
ზოგიერთი მათგანი საქართველოს გარეთაა, ევროკავშირში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მონაცემების საზღვარგარეთ გადაცემისას ვეყრდნობით მიმწოდებლების სახელშეკრულებო გარანტიებს პერსონალური მონაცემების დაცვაზე.
7. რამდენ ხანს ვინახავთ
სააგენტოს მონაცემებს ვინახავთ, სანამ ის Metyx-ს იყენებს. როცა სააგენტო მომსახურებას შეწყვეტს, მის მონაცემებს ვშლით ან მოთხოვნისამებრ ვუბრუნებთ, თუ კანონი მათი ნაწილის შენახვას არ გვავალდებულებს. სარეზერვო ასლები და ჟურნალები შეზღუდული ვადით ინახება და შემდეგ იშლება.
8. უსაფრთხოება
კავშირი დაშიფრულია (HTTPS). ფაილები, როგორიცაა დოკუმენტები და ჩანაწერები, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის და იხსნება მხოლოდ წვდომის უფლების შემოწმების შემდეგ, პასპორტის ნომრები მონაცემთა ბაზაში დაშიფრულია, თანამშრომლები მონაცემებს თავიანთი როლის მიხედვით ხედავენ და ცვლიან, ცვლილებები კი აღირიცხება.
9. თქვენი უფლებები
საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და, სადაც ვრცელდება, ევროკავშირის GDPR-ის თანახმად, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს მონაცემებზე წვდომა, მათი გასწორება ან წაშლა, დამუშავების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა და მონაცემების გადატანადი ფორმით მიღება. მოგვწერეთ: info@metyx.tech. თუ თქვენს მონაცემებს სააგენტო ინახავს Metyx-ში, შეგიძლიათ პირდაპირ სააგენტოსაც მიმართოთ. საჩივრით შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
10. ქუქი-ფაილები
ეს ვებგვერდი ქუქი-ფაილებს არ იყენებს. Metyx-ის აპლიკაცია იყენებს მხოლოდ აუცილებელ და პარამეტრების ქუქი-ფაილებს: თანამშრომლის სისტემაში დასარჩენად („დამიმახსოვრე“ ფუნქციის ჩათვლით), ფორმების დასაცავად, მათ შორის იმ გვერდებზე, რომლებსაც სააგენტოები კლიენტებს უზიარებენ (მაგალითად, შეთავაზება ან ხელშეკრულება), და მომხმარებლის ენის, თემისა და გვერდითი მენიუს დასამახსოვრებლად.
11. ცვლილებები
როცა მონაცემების დამუშავების წესი შეიცვლება, ამ გვერდს განვაახლებთ და ზემოთ მითითებულ თარიღს შევცვლით.